შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და
ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა,
ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ლ.შ.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით
დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე
წლის 29 სექტემბერს, თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, სასტუმრო
„ტატოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის
გამოყენებით, სახის არეში მსუბუქად დაჭრა 1999 წელს დაბადებული ო.ყ.,
ხოლო გულ-მკერდის არეში - 2000 წელს დაბადებული ა.ბ, რომელიც
საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა
ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე
მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).
მასალის გამოყენების პირობები