გუშინ, 14 ოქტომბერს, გვიან ღამით დაჭრილი ტრანსგენდერი
ზ-ს ახლობლები დანაშაულისთვის კვალიფიკაციის შეცვლას
ითხოვენ.
მათი განმარტებით, მას ორი პირი სიძულვილის
მოტივით თავს დაესხა, დანით ყელი გამოჭრეს და სახეზე
დაზიანებები ბლაგვი საგნით მიაყენეს.
დაშავებულის ახლობლის ინფორმაციით, თავდასხმა
ორთაჭალაში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა
და სათვალთვალო კამერითაც არის გადაღებული.
ექიმების შეფასებით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა
კრიტიკულია.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, შსს-ს ამ დროისთვის არავინ დაუკავებია.
მასალის გამოყენების პირობები