ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ "ენმ"-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა (ვიდეო)
22:17 / 15.10.2016
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
სარჩელი განმუხურის 38-ე უბანში ხმების
ხელახალი გადათვლის შესახებ არ დააკმაყოფილა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ
ცაცუამ მიიღო. თუმცა, აქვე განმარტა, რომ მოწმეების
ჩვენებისა და მტკიცებულებების საფუძველზე 38-ე უბანში დარღვევები იყო,
რის საფუძველზეც ხმები გაბათილდა.
„ენმ“-ს წარმომადგენლის კობა კვარაცხელიას
თქმით, არჩევნების გაყალბებაში ძალისმიერ სტრუქტურასა და
ხელისუფლებასთან ერთად ჩართულია
სასამართლოც. მისი განმარტებით, ამ
გადაწყვეტილებას აუცილებლად
გაასაჩივრებს.
,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის'' მიერ წარმოდგენილი
რვა საჩივრიდან კი მხოლოდ
ორი დაკმაყოფილდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები