შსს დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას საქსტატს კვარტალში
ერთხელ აწვდის, რომელიც შემდეგ ქვეყნდება, - ამის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი
მღებრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერ
მოქალაქეს შეუძლია უწყებას მიმართოს და სტატისტიკის შესახებ საჯარო
ინფორმაცია მოითხოვოს.
"პირდაპირ გეუბნებით ამ მონაცემებით დანაშაული არ არის
გაზრდილი, მაგრამ ზუსტად გვეცოდინება წლის ბოლოს. ჩვენ
ახალ მეთოდს ვთავაზობთ საზოგადოებას კრიმინალის სტატისტიკას, საპილოტო
პროექტი დაწყებული აქვს ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას, რომელიც სამ
რაიონში მოქმედებს. ეს არის ამ ეტაპზე საკმაოდ წარმატებული პროექტი და
სრულ სურათს მოგვცემს თავისი რუქით და თავისი აღწერით, სად რა
დანაშაული მოხდა, რა დანაშაული ჭარბობს და ა.შ. მომავალ
წელს ამ პროექტს ყველა რეგიონში გავუშვებთ“.
მასალის გამოყენების პირობები