ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების
მოპოვება-შენახვაში ბრალდებული კუდ-ის ყოფილი
მაღალჩინოსნები - რევაზ შიუკაშვილი, ირაკლი ყიფშიძე და გიგლა შიოშვილი
სასამართლომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე
გაათავისუფლა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით
შეფარდებული პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 7 იანვარს ეწურებათ,
სასამართლოში კი საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა. რაც
შეეხება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენიტის თავმჯდომარის
ყოფილ მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს, მას მსჯავრი სხვა საქმეზე
დაედო.
სახელმწიფო ბრალდება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ექვს
თანამშრომელს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება
დაზარალებულთა პირადი შეურაცხყოფით.
კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები 2016 წლის აპრილში დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები