"რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა
გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 5 ათას
ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.
პროკურატურა გაჩეჩილაძისთვის 5 ათას ლარიან გარაოს მოითხოვდა.
აღნიშნულს არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. მათი თქმით, რატი გაჩეჩილაძე
აღმკვეთი ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო, გირაო კი უკიდურეს
შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო. დაცვის მხარემ გირაოს ოდენობად
სასამართლოს მინიმალური, ათასი ლარი შესთავაზა.
სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ ბრალდებულმა
ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
წინასასამართლო სხდომა 20 თებერვალს 13.00 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები