ქუთაისში სასულიერო პირის სახლში ჩხრეკა განხორცილდა -
კანაფის პირადი მოხმარების ფაქტზე.
დიაკონმა, გიორგი ჯახუამ, "გირჩის" ოფისში ბრიფინგი
გამართა. მისი თქმით, იგი კანაფს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის
გასაუმჯობესებლად იყენებდა - ჰეპატიტის, დიაბეტისა და ავთვისებიანი
სიმსივნის სამკურნალოდ. მან სამართალდამცავები უფლებამოსილების
გადამეტებაში დაადანაშაულა.
პოლიციელებმა, 2 ძირ კანაფთან ერთად, ანტიკვარული, გამოუსადეგარი
იარაღი წაიღეს, რომელსაც ბავშვები სათამაშოდ იყენებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი
მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანასა ან კულტივირებას გულისხმობს და
თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ისჯება.
სასულიერო პირს "გირჩის" იურისტი დაიცავს.
მასალის გამოყენების პირობები