"ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბი: ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას (ვიდეო)
18:12 / 14.05.2019
"ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩენო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მმართველი პარტია ნებისმიერ სახის ძალადობას ემიჯნება. ის ამბობს, რომ მსგავსი ძალადობა მიუღებელია, მით უფრო, არჩევნების პერიოდში.
ჩიქოვანის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მათ მიმართ ხალხში დაგროვილ აგრესიას სათავისოდ იყენებს და ცდოლობს, არჩევნებში წაგება პროვოკაციებით გადაფაროს.
"მოვუწოდებთ თანამოქალაქეებს, არ წამოეგინ პროვოკაციას და მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს. ასევე, მინდა მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩამოვიდნენ და ნათლად დაინახონ სურათი, თუ რა ხდება ზუგდიდში",-თქვა ჩიქოვანმა.
მან აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მიმართა და უთხრა, რომ წინასწარი მონაცემებით, დამაჯერებლად იმარჯვებენ და ამის წართმევა სურს ოპოზიციას მსგავსი ქმედებებით. ჩიქოვანმა "ქართული ოცნების" მომხრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
"ჩვენ გვაქვს სირვილი, რომ დავამკვიდროთ არჩევნების ახალი სტანდარტი. ეს მემკვიდრეობა, რომელსაც ენმ აგრძელებს, არის მიუღებელი", - აღნიშნა ჩიქოვანმა.
მან სამართალდამცავებს სწრაფი რეგირებისა და ოპერატიულობისთვის მადლობა გადაუხადა.
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ტელეკომპანია "ოდიშის" გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობდა. "ქართული ოცნების" შს სამინისტრომ ფაქტზე ერთი პირი დააკავა, გამოძიება გრძელდება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები