სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 377 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 751 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 647 პირი, ხოლო 78 პაციენტი გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევიდან, თბილისში 2 012 დაფიქსირდა, აჭარა - 210, იმერეთი - 1 049, ქვემო ქართლი - 474, შიდა ქართლი - 550, გურია - 124, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 377, კახეთი - 548, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 210, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 57.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 55 562, საიდანაც 6 806 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი. თვითიზოლაციის პერიოდს კი 49 841 მოქალაქე გადის.
მასალის გამოყენების პირობები