Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების
17 265 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 947 პირი, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევებიდან, თბილისში 8 980 დაფიქსირდა, აჭარა - 1 913, იმერეთი - 2 247, ქვემო ქართლი - 870, შიდა ქართლი - 679, გურია - 264, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 944, კახეთი -657, მცხეთა-მთიანეთი - 408, სამცხე-ჯავახეთი - 266, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 146 527, საიდანაც 5 191 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 272 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 162 773 შეადგენს.
.
მასალის გამოყენების პირობები