სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 381 და გარდაცვალების 2 შეთხვევა დაადასტურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსზე კვლევა 599 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 394 ახალი
შემთხვევა. ამავე ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში ორი პაციენტი - 80 წლის მამაკაცი და 82 წლის ქალი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე, აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, 189 ინფიცირებული მკურნალობს. მძიმეა 56 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აფხაზეთში ინფიცირების 48 422 შემთხვევა აღრიცხეს, გარდაიცვალა 617, გამოჯანმრთელდა 39 867 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები