სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 661 პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 9 400 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 770 პირი, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევებიდან, თბილისში გამოვლენილია 4 323 შემთხვევა, აჭარა - 611, იმერეთი - 1 440, ქვემო ქართლი - 511, შიდა ქართლი - 464, გურია - 344, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 661, კახეთი - 723, მცხეთა-მთიანეთი - 157, სამცხე-ჯავახეთი - 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 44.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 144 477, საიდანაც 5 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 548 893.
მასალის გამოყენების პირობები