დილის 4 საათზე, "ბერკუტის" თანამშრომლებმა კიევის მე–17 საავდმყოფოსთან მყოფი ევრომაიდანის აქტივისტები დააკავეს. სამოქალაქო თავისუფლების ცენტრის წარმომადგენლის ალექსანდრა მატვიიჩუკის ცნობით, დაკავებულთა რაოდენობა უცნობია. ევტომაიდანის ყველ მანქანა დამტვრეულია. უკრაინსკაია პრავდას ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც გაქცევა მოახერხა, გაიგონა, თუ როგორ ემუქრებოდნენ „ბერკუტელები“ დაკავებულებს, რომ ქალაქში მათ ტარებას და ცემას დაიწყებდნენ. ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, რომელიც მოვლენების ეპიცენტრიდან აწარმოებდა ტრანსლაციას, ავტომაიდანის მონაწილეთა მომოწერის მიხედვით, ისინი შეიტყუეს, ინტერნეტში დახმარების თხოვნის შესახებ ჩაშვებული ცრუ ინფორმაციით, რათა ერთ ადგილზე შეეკრიბათ, შემდეგ კი თავს დაესხნენ. ევრომაიდანი იტყობინება, რომ ძალოვანებმა ასაფეთქებელი შეაგდეს ყვითელს ავტობუსში. სად იმყოფება ამ დროისათვის ავტომობილის მფლობელი – უცნობია.
დეპუტატ ლესია ორობეცის ინფორმაციით, რომელიც მან facebook –ით გაავრცელა, გატაცებულია ავტომაიდანის მონაწილე კიდევ 4 მძღოლი. მეხუთე მძღოლი, მან თავად მიიყვანა მედპუნქტში, ყვებოდა, რომ ბერკუტელებმა ყველა გამოათრიეს და ცემა დაუწყეს, მანქანებში ყუმბარები შეაგდეს, – დაწერა დეპუტატმა.
www.unian.net
მასალის გამოყენების პირობები