საბერძნეთის სასამართლო დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხზე მომავალი კვირის დასაწყისში იმსჯელებს. ექსტრადირების საკითხის განხილვას ახალაიას ქართველი ადვოკატიც დაესწრება.
ექსტრადირების საკითხზე პროცესი ორი დღის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. თუ კი სასამართლო გადაწყვეტს, რომ ახალაიას ექსტრადირება საქართველოში არ უნდა მოხდეს, განიხილება მისი პოლიტიკური თავშესაფრის საკითხიც.
"საბერძნეთში წასვლას ვაპირებ. საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებ და იმედი მაქვს, შესაძლებლობა მომეცემა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებების დაცვა განვახორციელო", - განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.
ახალაიას ბერძენი ადვოკატის, ალექსანდროს პაპასტერიოპულოსის ინფორმაციით, დათა ახალაია საბერძნეთში მაშინ დააკავეს, როდესაც ოთარ ურუშაძის სახელით იტალიაში გადასვლას ცდილობდა.
მასალის გამოყენების პირობები