რუსეთის იზოლირება არასწორი არჩევანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა პრაღაში ვიზიტისას, სააგენტო "Associated Press"-ს განუცხადა.
"Associated Press" წერს, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების მიერ გაიყო 2008 წელს, დასავლეთი გააფრთხილა, უკრაინის კრიზისის გამო რუსეთის იზოლირებისგან თავი შეიკავოს.
"არ ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი იყოს რუსეთის გარიყვა და მასთან ურთიერთობების გაწყვეტა, ვინაიდან იზოლირება რუსეთს კიდევ უფრო აგრესიულს, არაპროგნოზირებადსა და სახიფათოს ხდის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამის მაგივრად დიპლომატებმა ნათლად უნდა განუმარტონ რუსეთს, რომ "ურთიერთობები მეზობლებსა თუ სხვა ქვეყნებს შორის მსოფლიოში სამხედრო ინტერვენციაზე არ არის დამყარებული".
მასალის გამოყენების პირობები