დარიალის ხეობაში მთის მოწყვეტის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, თურქი მუშები დაიღუპნენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულია 3 თურქი მუშა, რომლებიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდნენ. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხალხი მოყოლილია გვირაბშიც, რომელთა გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
დარიალის ხეობაში მთა დღეს მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბებვა გამოიწვია. ხეობაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები