შავ ზღვაში ნატო-ს ოთხი ხომალდი დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მიზნით შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, შავ ზღვაში ალიანსის მუდმივმოქმედი საზღვაო ნაღმების გამნაღმველი ჯგუფის (SNMCMG2) ხომალდები შევიდნენ. ხომალდებს შორის არიან იტალიური სარაკეტო ფრეგატი "ავიერი", ასევე იტალიური ხომალდი "რიმინი", თურქული "აქჩაი" და ბრიტანული "ჩიდინგფოლდი" არიან.
მასალის გამოყენების პირობები