ახალი ამბები
აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში 6 სექტემბერს ჩამოვა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი საქართველოს 6 სექტემბერს ესტუმრება.
ჰეიგელი თავდაცვის უწყებაში 7 სექტემბერს მივა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონიაც გაიმართება. დაგეგმილია ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია. 7 სექტემბერს აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ქართველ კოლეგასთან ერთად, ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" ქართველ სამხედროებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს შეხვდება და მათ სიტყვით მიმართავს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები