ახალი ამბები
ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება შესაძლოა, გადაიდოს
ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესება შესაძლოა გადაიდოს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა. "იმ შეთხვევაში, თუ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შენარჩუნდება და მშვიდობიანი მოლაპარაკებები დაიწყება, ჩვენ მზად ვართ ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება გავაუქმოთ", - განაცადა ჰერმან ვან რომპეიმ. რაც შეეხება მარიუპოლში და დონეცკში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტებს, როგორც ჰერმან ვან როპემ განაცხადა, უნდა დაიცადონ და დააკვირდნენ, ასეთი ფაქტები გაგრძელდება თუ დაფიქსირებული შემთხვევები გამონაკლისი იყო. "ყოველ შემთხვევაში უკვე დაწესებულმა სანქციებმა შედეგი გამოიღო. რუსეთის ეკონომიკა სუსტდება და ამის მიზეზი არის სანქციები", - აღნიშნა რომპეიმ. ევროკავშირის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ გასულ კვირას გაავრცელეს ღია წერილი, სადაც საუბარი იყო, რომ ევროკავშირი გეგმავდა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები 8 სექტემბრიდან ამოექმედებინა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.