მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის კუთვნილი ქონება დაყადაღებულია. ამ თემასთან დაკავშირებით ოთარ კახიძე პრესკონფერენციას უახლოეს წუთებში გამართავს.
როგორც კახიძემ განაცხადა, ინფორმაციით, დაყადაღებულ ქონებას შორის არის მიხეილ სააკაშვილის კუთვნილი ყვარლის სახლი, სანდრა რულოვსის ბინა, მიწის ნაკვეთები და ავტომაქანები.
ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი სახელმწიფო უწყებების მხრიდან მოგვიანებით გაკეთდება.
მასალის გამოყენების პირობები