ახალი ამბები
დღეს მშვიდობის საერთაშორისო დღეა
დღეს მშვიდობის საერთაშორისო დღეა. საქართველოს სახალხო დამცველი და მისი აპარატი უერთდება და აღნიშნავს მშვიდობის საერთაშორის დღეს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის მონიტორინგი და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს. მშვიდობა ყოველთვის აქტუალური თემა იყო ჩვენი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის. დღემდე მტკივნეულ საკითხად რჩება მოუგვარებელი კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელსაც ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე შეეწირა და რომელმაც მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესს. ნათელია, რომ მხოლოდ ომისგან თავისუფალ გარემოშია შესაძლებელი მდგრადი განვითარების მიღწევა, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვაზე, სოციალურ კეთილდღეობაზე, თანასწორობასა და ეკონომიკურ აღმავლობაზე. დიახ, მშვიდობა ჩვენი უფლება და ხელისუფლების ვალდებულებაა. მშვიდობა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება, როგორც ხელისუფლებისაგან, ისე საზოგადოებისაგან დაუღალავ შრომას, თანმიმდევრობას, მოქნილობას, მიმტევებლობასა და მშვიდობის იდეის ერთგულებას მოითხოვს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და დე ფაქტო მთავრობებს სოხუმში და ცხინვალში, შეუერთდნენ დღევანდელ დღეს, ძალისხმევა არ დაიშურონ, რათა მოლაპარაკებების დროს ადამიანის უფლებები და მოქალაქეების კეთილდღეობა პოლიტიკურ უთანხმოებაზე პრიორიტეტული გახდეს და უერთგულონ მშვიდობის იდეას", - ნათქვამია განცხადებაში. მშვიდობის საერთაშორის დღის აღსანიშნავად, 21-26 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებათა სახლსა და მის წევრ ორგანიზაციებთან ერთად მშვიდობის კვირეულს მასპინძლობს. გაეროს გენერალური ასამბლეის 1981 წლის 36/67 რეზოლუციამ საფუძველი ჩაუყარა მშვიდობის დღეს, რომლის მიზანიც მშვიდობის იდეის მხარდაჭერაა. წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის ხალხთა მშვიდობის უფლების შესახებ დეკლარაციის 30 წლის იუბილეა და წლევანდელი სამშვიდობო გზავნილიც შესაბამისია _ "მშვიდობა ჩვენი უფლებაა".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.