კონფერენცია, რომელშიც თბილისის მერი მიიღებს მონაწილეობას, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებით იმართება და ის სამხრეთ კავკასიაში მდგრადი უბანული განვითარების საკითხებს მიეძღვნება.
კონფერენციაზე ურბანულ დაგეგმარებასა და ქალაქის მენეჯმენტის რეალობის შეცვლის საკითხებზე, სამხრეთ კავკასიაში ურბანული განვითარების მხრივ არსებულ პროგრესზე, წყლის რესურსების, სანიტარიისა და ნარჩენების მართვის საკითხებზე იმსჯელებენ. კონფერენციას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები დაესწრებიან.
ვიზიტის ფარგლებში დავით ნარმანია, ასევე, შეხვდება ბერლინის მერს. ისინი თბილისსა და ბერლინს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღმავების საკითხებს განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები