ახალი ამბები
ექსპერტის ლევან ჩაჩუას პროცესი დღეს განახლდება
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი ბრალდების მოწმეების დაკითხვის ეტაპით დღეს, 12:00 საათზე განახლდება. გუშინდელ პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე, მათ შორის ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის მამა და სოფლის რამდენიმე მოლა დაკითხეს, რომლებმაც უსუპოვის ცხედარი მუსლიმური წესების მიხედვით განბანეს. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა რევაზ ნადოიმ განაცხადა, აღნიშნული მოწმეები საქმეში მნიშვნელოვანი მოწმეები არიან, რომლებიც ადასტურებენ, რომ გარდაცვლილს გულმკერდის ზედაპირზე ორივე მხარეს დაზიანებები აღენიშნებოდა ნაჩხვლეტების სახით. "მოწმეები ამბობენ, რომ ნაჩხვლეტი იმ ზომის იყო, რომ ასანთის ღერი ჩადიოდა. ეს ამტკიცებს იმ ვერსიას, რომ აშკარა და ხილული დაზიანებები იყო. რაც სოფლის მოლებმა დაინახეს, უნდა დაენახა საქმის ექსპერტ ლევან ჩიჩუას, რომელმაც ექსპერტიზა ჩაატარა ცხედრებზე", - განაცხადა რევაზ ნადოიმ. საპირისპიროს აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ ტაბიძე. ექსპერტ ჩაჩუას დამცველი აცხადებს, რომ საქმეში არსებული ვიდეო და ფოტომასალა არ აღწერს აღნიშნულ დაზიანებებს, რომლებზეც მოწმეები საუბრობენ. აღნიშნული ვიდეომასალა გუშინდელ პროცესზე დახურული სხდომის რეჟიმში წარადგინეს. "კატეგორიულად გამოვრიცხავ, ასეთ რამეს ადგილი არ აქვს. საერთოდ გამოვრიცხავ დაზიანების ფაქტებს გულმკერდის არეში. ასეთი რამ არ ფიქსირდება, ექსპერტიზის ჩატარების დროს რაიმე მსგავს საეჭვო უბანს ადგილი არ ქონია. ის, რაზეც მოწმეები საუბრობენ, არის ექსპერტიზის ჩატარებიდან მეორე დღე. საქმის მასალებთან აღნიშნული ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა", - განაცხადა ზურაბ ტაბიძემ. ლევან ჩაჩუა დაახლოებით 7 თვის წინ დააკავეს. მას სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, ლევან ჩაჩუამ გარდაცვლილების სხეულზე არსებული დაზიანებები საექსპერტეზო დასკვნაში სრულად არ ასახა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.