ახალი ამბები
"რესპუბლიკური პარტია" "ქართულ ოცნებას" თვისობრივ ცვლილებებს სთავაზობს
აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიული მოდერნიზაცია აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ხელისუფლება იყოს ეფექტური და ქვეყანას ევროპული არჩევნის რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს. ბერძენიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება პარტიას კოალიციური თანამშრომლობისა და კოალიციური შეთანხმებების გზით აქვს დასახული. "რესპუბლიკურმა პარტიამ" ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნები ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიცირება არის ის ორი მიჯნა, რომელმაც კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირველი ეტაპი უნდა გაამყაროს. ჩვენ ივნისის ბოლოდან დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა კოალიციაში "რესპუბლიკური პარტიის" ადგილისა და როლის გამოკვეთის თაობაზე. აგვისტოს დასაწყისში გაიმართა ეროვნული კომიტეტი, შემდგომ სხვა ფორმატის ღონისძიებები და ოქტომბრის დასაწყისში დავით უსუფაშვილმა კოალიციის პოლიტიკურ საბჭოს ძალიან ვრცელი, ტევადი დოკუმენტით მიმართა. ჩვენი მიდგომების ნაწილი 28 ოქტომბერს გამოვაქვეყნეთ. ჩვენ კოალიციას ვთავაზობთ ახალ რეალობაში ქვეყნის ისეთი სისტემით მართვას, რომელიც დარჩენილ ორ წელიწადში მოგვცემს შესაძლებლობას, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. ეს არის დემოკრატიის მაღალი ხარისხი, თვითმმართველობა შემოსავლებით, გამგებლების და საკრებულოების მეტი უფლებამოსილებები, საარჩევნო კოდექსი, საგარეო და უშიშროების პოლიტიკისადმი მეტი ადეკვატური მიდგომა და აგრარული რეფორმა – ძლიერი ფერმერი", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბერძენიშვილმა. მან აქვე დასძინა, რომ ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში გამართულმა დებატებმა დაადასტურა, რომ რესპუბლიკელებს აქვთ თავიანთი ხედვები, რაც გულისხმობს მეტ დემოკრატიას, მეტ ეფექტურობას კოალიციაში თანამშრომლობის და კოალიციური შეთანხმებების გზით. აღნიშნული განცხადება დავით ბერძენიშვილმა "რესპუბლიკური პარტიის" კონფერენციის "დემოკრატიული მოდერნიზაციისათვის" დაწყების წინ გააკეთა. კონფერენციაზე განხლვის საგანია ის თემები, რომელთა მიმართაც "რესპუბლიკური პარტია" დემოკრატიული რეფორმების დაჩქარების საჭიროებას ხედავს. კონფერენცია მედიისთვის დახურულია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.