ახალი ამბები
ოფიციალური მონაცემებით, გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა დაფიქსირდა
2014 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,7 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე განმარტებით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,2 პროცენტით, რაც, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,37 პროცენტული პუნქტით აისახა. გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემებით, ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4,1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3,4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2,0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1,8 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (1,6 პროცენტი); "ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 2,6 პროცენტით, რამაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,15 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა ძირითად ელექტრონულ ან არაელექტრონულ საოჯახო მოწყობილობებზე (6,2 პროცენტი);ტრანსპორტი: აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 1,1-პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,12 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-4,4 პროცენტი). რიცხვების დამრგვალების გამო ცალკეული ჯგუფების წვლილის ჯამი შესაძლოა, არ უდრიდეს ინფლაციის მთლიან მაჩვენებელს", - აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.