"საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ცენტრზე მომხდარი შეიარაღებული ძარცვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე 179-ე - ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.
"თავდასხმა "საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრზე მუხიანში მოხდა დილის საათებში. თავდასხმაში მონაწილეობდა ერთი ადამიანი, შენიღბული, შეიარაღებული. არავინ დაშავებულა ამ თავდასხმის დროს. სერვის-ცენტრს ყავს დაცვის სამსახური, რომელმაც მაქსიმალურად შეუშალა ხელი თავდამსხმელს. წაღებული თანხის რაოდენობას ვადგენთ," - განაცხადა სოფო ბალავაძემ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ბანკის კიდევ ერთი სერვის-ცენტრი დააყაჩაღეს თამარ მეფის გამზირზე.
მასალის გამოყენების პირობები