იალტაში , სადაც ანტიჰიტლერულ კოალიციაში შემავალი ქვეყნების ლიდერთა კონფერენციის 70 წლის თავს აღნიშნავენ, დღეს, მოქანდაკე ზურაბ წერეთლის ავტორობით შექმნილი სკულპტურის ოფიციალური გახსნა გაიმართება.
ძეგლი ე.წ. „დიდი სამეულის“ ლიდერებს, იოსებ სტალინს, უინსტონ ჩერჩილს და ფრანკლინ რუზველტს ეძღვნება.
"ყირიმელი თათრების სტალინისადმი დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი . თუ ძეგლს მაინც დადგამენ, ეს იქნება ყირიმისა და ჩვენი ხალხის ხსოვნის მიმართ დამოკიდებულების ღია დემონსტრაცია. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ის უშუალოდ აგებს პასუხს იმ შედეგებზე, რაც შეიძლება ამ მონუმენტის დადგმას მოჰყვეს. ეს მკრეხელობაა", - ნათქვამია ყირიმელი თათრების მეჯლისის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები