საფეხბურთო კლუბ "დინამოს" პრეზიდენტი, ბიზნესმენი რომან ფიფია "დინამოს" საფეხბურთო სკოლას ხურავს.
ფიფიას თქმით, ის კლუბის საფეხბურთო სკოლის დახურვას აპირებს, რაც შეეხება აკადემიის დახურვას, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"საქმე ისაა, რომ მიწის ნაკვეთი არ გვიწყობს ხელს, რომ აკადემიის ტერიტორიაზე სკოლამაც განაგრძოს ფუნქციონირება. ერთი პერიოდი "დინამოსთვის" იქვე მდებარე საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკის" ტერიტორიის გადმოცემაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა. ახლა კი სწორედ შესაბამისი ტერიტორიის არქონის გამო იძულებული ვარ, სკოლა დავხურო.
დიახ, სკოლის დახურვა გადაწყვეტილია, მაგრამ აკადემია ჩვეულებრივ იმუშავებს. გარკვეული ცვლილებები გვაქვს დაგეგმილი, რის შემდეგაც აკადემიის მუშაობა უფრო ეფექტური გახდება,“– განაცხადა ფიფიამ და აღნიშნა, რომ "დინამოს" აკადემია თავის სათქმელს რამდენიმე წელიწადში იტყვის".
რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ "დინამოს" გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ხმებს, ფიფიას თქმით, ეს გამორიცხულია.
მასალის გამოყენების პირობები