ახალი ამბები
სად და რა ფასად იყიდება "სეტ ტოპ ბოქსები" და რომელი ქართული არხების ყურება შეეძლება მოსახლეობას
პირველი ივლისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა. 10:00 საათიდან, ანალოგური (დღეს მოქმედი) მაუწყებლობა დედაქალაქის სამაუწყებლო ზონაში გაითიშა, რომელიც შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებს აერთიანებს - თბილისი, საგარეჯოს რაიონი, კოჯორი, რუსთავი და მარნეული. აღნიშნულ არეალში მაყურებელი "სეტ ტოპ ბოქსები"-ს დახმარებით უკვე ციფრულ გამოსახულებას იღებს. ხმისა და გამოსახულების გაუმჯობესების გარდა, ციფრული მაუწყებლობის საშუალებით, მაყურელი ამიერიდან უფრო მეტი ქართული არხის ყურებას შეძლებს. Ambebi.ge დაინტერესდა, სად და რა ფასად შეუძლიათ მოქალაქეებს "სეტ ტოპ ბოქსები"-ს შეძენა და რომელი ქართული არხების ხილვა შეეძლებათ ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ. თუკი აქამდე მოქალაქეები საკაბელო, თუ ე.წ. სახლის ანტენების საშუალებით, მხოლოდ რამდენიმე ქართულ არხს უყურებდნენ, ამიერიდან ეს სპექტრი ბევრად იზრდება და შესაბამისად, მაყურებელს უფრო მეტი არჩევანი ექნება. ტელევიზიების ჩამონათვალი, რომლებიც უკვე ვრცელდება ციფრული მაუწყებლობის საშუალებით, ასეთია: იმედი HD რუსთავი 2 2 HD პირველი არხი HD GDS HD ტაბულა. SD იმედი+ SD კომედი არხი SD მარაო SD კომედიTV SD არტარეა SD თრიალეთი SD RGB SD პალიტრა SD SILK+ SD სამეგრელო SD ზაზანოვა SD პულსი SD ობიექტივი SD ერთსულოვნება SD ომეგა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / მაისი 2025
მოსკოვი მხარს უჭერს უმოკლეს დროში „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციას საქართველოსთან“.
21 / მაისი 2025
საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქულმა სამართალდამცველებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი, თანმხლებ პირთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ქართული მედია ავრცელებს.
21 / მაისი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.