ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია პეკინში მსოფლიო ჩემპიონატაზე
გაემგზავრა.
ის მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ასევე
ზუგდიდელ ენრიკე გოგოხიას დაუპირისპირდება. ბრძოლა ჩინეთის
დედაქალაქში 19 დეკემბერს გაიმართება.
„ტურნირზე ჩემს მწვრთნელთან, ბაჩუკი ფარცვანიასთან ერთად
მივემგზავრები. მჯერა, რომ უფლის წყალობით წარმატებას მივაღწევ.
მოგების შემთხვევაში, მორიგი, ნახევარფინალური ბრძოლა იანვარში
მელოდება“ , - განუცხადა რადიო „ათინათს“ დავით ქირიამ.
მიმდინარე ჩემპიონატი ორგანიზაცია KUNLUN-ის ეგიდით ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები