საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების მაღიარებელი მთავრობები, აშშ-ს დახმარებას ვერ მიიღებენ
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს
ტერიტორიების ოკუპაციას და 2018 წლის
საბიუჯეტო კანონის თანახმად, კრძალავს იმ მთავრობების დაფინანსებას,
რომლებმაც აღიარეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის
რეგიონის დამოუკიდებლობა. ამასთან, მიმდინარე წლის ბიუჯეტში აშშ
გაზრდის საქართველოს მხარდაჭერას 105 325 000 აშშ დოლარამდე.
აღნიშნულ კანონს ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 23 მარტს
მოაწერა ხელი.
მასალის გამოყენების პირობები