ახალი ამბები
პრემიერმა და ,,ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზუგდიდში მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს ®
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატთან გიორგი შენგელიასთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად ზუგდიდში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრი ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებს და თამარ მეფის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. მთავრობის მეთაურმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოებზეც მოისმინა ინფორმაცია.

ამ ეტაპზე, ბოტანიკური ბაღის შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობისა და სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის რეაბილიტაციას, სათავე ნაგებობისა და სასეირნო ბილიკების მოწყობას.

პროექტს ,,მუნიციპალური განვითარების ფონდი" ახორციელებს და მისი ღირებულება 12 მილიონი ლარია.

,,ზუგდიდის სიამაყე, ბოტანიკური ბაღი, მალე რეაბილიტირებული იქნება და ზუგდიდელებს დასასვენებლად განახლებული მწვანე სივრცე ექნებათ. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ დადიანების კომპლექსში ფონდ ,,ქართუს" დახმარებით უკვე დასრულდა ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია, უახლოეს მომავალში კი ,,მუნიციპალური განვითარების ფონდი" მოახდენს ეკატერინესეული სასახლის სრულ რეაბილიტაციას. ბოტანიკური ბაღის და ორივე განახლებული სასახლის კომპლექსი ტურისტებისთვის მიმზიდველი იქნება, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობაა" - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

რაც შეეხება თამარ მეფის ქუჩას, აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მმიმდინარეობს, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარიანი გზა, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელები, მოეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ბორდიურები, გაზონები და ტროტუარები. პროექტს საქართველოს საავტომობილოგზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ზუგდიდში წელს აშენდება 10 ახალი გზა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 100-ზე მეტ ქუჩას, რომლებიც წყლის და წყალარინების დაქსელვითი სამუშაოების დროს დაზიანდა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
10 / აპრილი 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სენაკში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გზდ საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
10 / აპრილი 2025
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს „რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქონლით ვაჭრობის რეჟიმის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის ოქმის რატიფიკაციის შესახებ“, იუწყება კრემლის ვებგვერდი.
09 / აპრილი 2025
ონლაინგამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორის მოვალეობას ჟურნალისტი თამარ რუხაძე შეასრულებს, ამ დროის განმავლობაში, სანამ მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.