ახალი ამბები
სოხუმის მაიმუნების სანაშენედან მაკაკები მოიპარეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მედიასაშუალებებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, 23 მარტს რუსეთის მოქალაქე უმარ ალაკაევმაა სოხუმის მაიმუნთსაშენიდან ცხრა იავანური მაკაკა მოიპარა. უწყებამ ქურდობის ფაქტზე საქმე აღძრა.

საქმის მასალების თანახმად, 26 წლის ყარაჩაის მკვიდრმა უმარ ალაკაევმა მაიმუნები #2 გალიიდან მოიპარა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის კვლევითი ინსტიტუტისთვის მიყენებულმა ზარალმა 308 410 რუსული რუბლი (დაახლოებით 14 ათასი ლარი) შეადგინა.

ე.წ. საბაჟო კომიტეტის ოფიციალური კომენტარის თანახმად მაკაკები "საზვღრიდან" არ გაუყვანიათ, სავარაუდო დამნაშავეზე ძებნაა გამოცხადებული.


სოციალური ქსელების აფხაზური სეგმენტში მომხდარს დიდი გამხმაურება და აღშფოთებული კომენტარები მოჰყვა:

"ვინც მოიპარა, უნდა დავიჭიროთ და მაიმუნებთან ერთად გალიაში ჩავსვათ!";

"სირცხვილია... მაგრამ მათ არ არ ეყოთ ჭკუა, იმაზე ეფიქრათ, რომ ექსპერიმენტები ტარდებოდა მათზე, რომ მეცნიერები წლების განმავლობაში ელოდნენ შედეგებს და მოიპარეს... არც კი ეშინოდათ, რომ ეს მაიმუნები შეიძლება ინფიცირებულები იყვნენ".

"ზაფხულში აფხაზეთის პლაჟებზე უნდა ეძებოთ. თუნდაც ახალ ათონზე თუ რიწაზე".

მომხდართან დაკავშირებით რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის "ეხო კავკაზას" კორესპონდენტი ვიტალი შარია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს ზურაბ მიქვაბიას ესაუბრა. ამ ინსტიტუტთან ფუნციონირებს მაიმუნსაშენი.


- რა დროს მოხდა ეს ფაქტი, დღისით თუ საღამოს?

- დღისით, დაახლოებიღ 4 საათზე.

- მარტო მოქმედებდა თუ თანამონაწილეებთან ერთად?

- ორნი იყვნენ. გატეხეს საკეტი, გაჭრეს გალია. გარედან ეს არ ჩანდა, ყარაულებმა მაიმუნების არყოფნა შემოვლის შემდეგ, მეორე დილით აღმოაჩინეს.

- როგორ მოახერხეს, მათი დაჭერა ხომ არც ისე იოლია, ბადით იჭერენ ხომ?

- დიახ, ბადით. ალბათ დაკაწრეს კიდეც. იავანური მაკაკები ხომ ზომით მომცროებია.

- თანმხლები ვინ იყო, ვინმე ადგილობრივი?

- რამდენადაც ვიცი, მასთან (ალაკაევთან) ერთად იყო ასევე ჩამოსული ადამიანი.

ადგილობრივიც იყო, რომელიც დააკავეს. მან აღიარებითი ჩვენება მისცა. სამი მაიმუნის ცხედრის ადგილსამყოფელიც დაასახელა, რომელიც მათ გადააგდეს. საძილე პრეპარატი გაუკეთეს და როგორც ჩანს ზედოზირებით დაიღუპნენ და სადღაც გუდაუთასთად დაყარეს.

- ითქვა, რომ საზღავრი არ გადაუკვეთავთ

- არა, როგორ არ გადაუკვეთავთ?

რა თქმა უნდა, გადაკვეთეს. მეორე დღეს დაახლოებით პირველ საათზე.

- რისთვის შეიძლება დასჭირვებოდათ, მაიმუნები?
- რთული სათქმელია, იავანური მაკაკებზე ყველგან მოთხოვნაა, რომელიმე ინსტიტუტისთვისაც შეეძლოთ მიეყიდათ.

- რაც შეეხება ადგილობრივ თანამონაწილეს, მას არ მოიხსენიებენ, მაგრამ ხომ იყო ადგილზე?

- მილიციას ვკითხე რატომ გაუშვეს ის, ამბობენ, რომ ის ინტიტუტის ტერიტორიაზე არ ყოფილა. ინსტიტუტის ტერიტორიაზე არ ყოფილა, მაგრამ თანამონაწილე ხომ იყო? "მაგრამ ყველაფერს ხომ მოჰყვა". ახლა მჭიდრო კავშირს ვინარჩუნებთო მათთან ვინც მანამდე გაქურდა (დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ). ყაზახეთშიც მსგავსი ვითარებაა.

- რაც შეეხება ფასს, სოციალურ ქსელებში ყველა გააკვირვა დასახელებულმა ფასმა, ძალიან იაფი ხომ არაა?

- მილიციას ვუთხარი, რომ 308 ათასი რუბლი არ ღირს, არამედ 40 ათასი დოლარი. საქმე იმაშია, რომ ჩვენ შეფასების აუცილებლობა არ გვქონია, წლებია ცხოველები არ შეგვიძენია, ეს კი ძველი ფასებია. გადავამოწმე და ერთი მათგანი 5150 დოლარი ღირს, ასე რომ 9 მაიმუნი 40 ათასი დოლარი ღირს. ის თანხა რაც სამართალდამცველებმა დაასახელეს ჩვენს ბალანსზე ასი წლის წინანდელია.

- ეს მაუმუნები, თქვენს საშენში დაიბადნენ?

- დედა-მამა თავის დროზე მოიყვანეს. პატარები კი აქ დაიბადნენ.

იავანური მაკაკები, ბოლო დროს საკმაოდ პოპულარური შინაური ცხოველი გახდა, ადგილად იწვრთნება, ალერსიანია, ადამიანებისა და სხვა ცხოველების გარემოცვაში თავს კარგად გრძნობს, ცოცხლობს ხანგრძლივად დაახლოებით 30 წელს, ბუნებრივ გარემოში ის გვხვდება ბანგლადეში, ბირმაში ტაილანდში, ინდოჩინეთში და ფილიპინებშიც.

სოხუმის მაიმუნების სანაშენე 1927 წელს დაარსდა. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, დღესაც ფუნქციონირებს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.