ახალი ამბები
შამადელაში ადგილობრივებს სოფლისთვის სახელის გადარქმევა სურთ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მოსახლეობამ სოფლისთვის სახელწოდების  გადარქმევა მოითხოვა. ადგილობრივებს საკრებულოში მათი მაჟორიტარი ედიტა კოდუა მერის მოადგილეებთან ერთად შეხვდა. 

ხელისუფლების წარმომადგენლებმი მოსახლეობას აღნიშნული საკითხის მოგვარებასა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას დაჰპირდნენ.

"როგორც მოგეხსენებათ, როდესაც სოფლები დაიყო 48 ადმინისტრაციულ ერთეულად, ნარაზენს გამოეყო ეს სოფელი, რომელიც ადრე იწოდებოდა "რუსთაველად", ხოლო უძველესი სახელია სტახანოვი. ფაქტმა, რომ ეწოდა შამადელა თავიდანვე გამოიწვია უკმაყოფილება, რადგან სახელწოდება უკავშირდება სოფლების გასაყარზე მდებარე ტერიტორიას, სადაც სასაფლაოა განლაგებული. უკვე იმ დროიდან ვცდილობდით სახელის გადარქმევას, მაგრამ რადგანაც რუკაზე არ იყო როგორც სოფელი შამადელა, მოგვდიოდა უარი, მიუხედავად არაერთი განცხადებისა. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა სოფლის მდებარეობა ასახულია რუკაზე, ამიტომ გადავწყვიტეთ შევხვედროდით მოსახლეობას და აღმოჩნდა, რომ მათ აქვთ სურვილი სოფელს გადაერქვას სახელი ახალ ან ძველ ნარაზენად. შევადგენთ განცხადებას და დავურთავთ საჭირო დოკუმენტაციას, რომ მივმავთ შესაბამის უწყებას", - გვითხრა აღნიშნულთან დაკავშირებით სოფლის მაჟორიტარმა ედიტა კოდუამ.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფლისთვის პრობლემურ საკითხებსა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.