სტიქიამ სამეგრელოს 6 მილიონ ლარამდე ოდენობის ზიანი მიაყენა
11:05 / 18.01.2023
სამეგრელოს შვიდ მუნიციპალიტეტში ოთხი დღის განმავლობაში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ჯამში 6 მილიონ ლარამდე ოდენობის ზიანი მიაყენა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიით გამოწვეული ზარალი ასეთია: დაზიანებული ინფრასტრუქტურა, მათ შორის 2839 კერძო საცხოვრებელი სახლისა და 93 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებული სახურავი. სხვადასხვა დაზიანება 37 საჯარო სკოლის, 16 საბავშო ბაღის, 11 ადმინისტრაციულ შენობისა და 2 ამბულატორიის.
ამასთან, ძლიერი ქარის დროს რეგიონში დაშავდა ოთხი ადამიანი.
რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადმინისტრაციულ ერთეულს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, გაზი და წყალი.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დაზარალებულ მოსახლეობას შესაბამის კომპენსაციებსაც გადაუხდიან და სხვადასხვა დახმარებას აღმოუჩენენ.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები