ახალი ამბები
სამეგრელო ზემო-სვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართვა პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას
სამეგრელო ზემო-სვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას განცხადებით მიმართავენ. მიმართვის ტექსტს რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მთლიანად იზიარებს რუსეთში მიღებული კანონის სულისკვეთებას.

მოგიწოდებთ სამეგრელო ზემო-სვანეთიდან საქართველოს პარლამენტის წევრებს, ჩვენი რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს მხარი არ დაუჭიროთ ამ კანონს, ასევე მოგიწოდებთ სამეგრელო ზემო-სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, საკრებულოს წევრებს, თანამდებობის პირებს ხმა აიმაღლოთ რუსული, ანტიქართული, ანტიევროპული კანონის წინააღმდეგ.

რუსული კანონის მიღებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადების შემთხვევაში საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაძლებლობას, რომლის გარეშეც ქართული სახელმწიფოს არათუ განვითარება, არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

რუსული კანონი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებას, რაც პირველ რიგში დააზარალებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ქალებს, უმცირესობებს,  ახალგაზრდებს, ფერმერებს, სოციალურად დაუცველებს, დევნილ, უსახლკარო და საკუთარი უფლებების დაცვისათვის მებრძოლ ადამიანებს. სწორედ საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან იმ ძირითადი სერვისების მიმწოდებლები, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აძლევს ყოფით პრობლემებთან გამკლავების საშუალებას.  ევროპის მხარდაჭერისა და დასავლეთიდან მიღებული დაფინანსებების გარეშე ვერ აშენდებოდა სკოლები, ბაღები, საექიმო ამბულატორიები, ვერ დაიგებოდა გზები, ვერ მოეწყობოდა წყალმომარაგების სისტემები, ვერ განხორციელდებოდა ფერმერთა თუ მეწარმეთა მხარდამჭერი პროექტები და მრავალი სხვა.

იდენტურმა კანონმა რუსეთში მოკლა თავისუფალი და კრიტიკული აზრი, დაასამარა დემოკრატია, რომელმაც თავის მხრივ გააძლიერა პუტინის ავტორიტარული რეჟიმი.

ქართული საზოგადოების მისწრაფება ყოველთვის იყო და არის დასავლური ფასეულობები, ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში, რუსული კანონი კი ამ ყველაფერთან შეუთავსებელია.

არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს!

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!"

მიმართვის ხელმომწერები არიან: 


ზუგდიდი:


ასოციაცია "ათინათი" - რუსუდან ყალიჩავა

რადიო "ათინათი" - გია ხასია

"ნეოგენი" - ცირა კაკუბავა

ასოციაცია "ილი" - სალომე გარდავა

"დასაქმებისა და გადამზადების ცენტრი" - ლია როგავა

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" - ირაკლი ქოჩუა

ასოციაცია "მერკური" - ნანა თოდუა

ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია "ქსენონი" - ნინო ჯანაშია

მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის - სალომე ადამია

სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი - ციცინო შენგელია

ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის - ქრისტინე კილანავა

"დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი" ზუგდიდის ოფისი - ეკა მინჯორაია

ქალთა ასოციაცია "გვირილა" - ეთერ ალმასია

შშმ პირთა ინტეგრაციისა და ხელოვნების განვითარების ასოციაცია "ჰანგი" - რუსლან საჯაია

შშმ ქალთა გაძლიერების ცენტრი - სოფიო ჩახაია

რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი "თანაზიარი'' - ხათუნა ბეჭვაია

სამოქალაქო მოძრაობა "სამეგრელოს ხმა" - თენგიზ ჯგუშია

ასოციაცია "სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" - მაია მიქავა

იგპ ქალთა ორგანიზაცია "თანხმობა" - მაია ჩემია

ასოციაცია "დეა" - მადონა ხარებავა

ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის - ედუარდ ფარცვანია

ასოციაცია "გზამკვლევი" - ირმა ნოდია

ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი - მზისადარ ფიფია

ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი - ნათია ცირამუა

SkanySolutions - ვასილ ძნელაძე

FAO - ნინო გელაშვილი

ა(ა)იპ "ხელები მშვიდობისთვის" - მაკო ჭკადუა

ტელე-რადიო კომპანია "ოდიში" - ნანა ქობალია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (Isfed) - რეგიონული ხელმძღვანელი  დავით ლოგუა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობა - არჩილ თოდუა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისი - კესო ჩახაია

საერთაშორისო ბიზნეს სკოლა - თათია კვარაცხელია

სამეგრელოს სკაუტები - გიორგი ჭეჟია

ProActive Group Georgia - გიორგი აგირბაია

საუნჯე - იაგო ფასანძე

ლაშა კიუტი - სამოქალაქო აქტივისტი

ანა აბულაძე - სამოქალაქო აქტივისტი

ირაკლი ტაბაღუა - სამოქალაქო აქტივისტი

თამარ გამსახურდია - სამოქალაქო აქტივისტი 


ფოთი:

ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი - ელისო ჯანაშია

აფხაზეთიდან დევნილთა სარეაბილიტაციო, ეკონომიკური და კულტურული აღორძინების ხელშემწყობი ასოციაცია "დიოსკურია" - ნონა ხუხია


მარტვილი:


მარტვილის მარანი - ზაზა გაგუა

ონისე ჯანაშია - ჟურნალისტი


მესტია:

"ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაცია" - დავით ნავერიანი

ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი - ირმა ჯაფარიძე

ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ორგანიზაცია (LAG) - დავით ნიჟარაძე

"LAG" - ვიკა ფილფანი

მიმოზა ჭკადუა - სამოქალაქო აქტივისტი


ჩხოროწყუ:


მარანი "ობენე" - ანა კვარაცხელია

საინიციატივო ჯგუფი "თანასწორი" - მელორ ცქვიტაია

გიორგი ჯიქია - სამოქალაქო აქტივისტი


წალენჯიხა:


ჯვარის სათემო განათლების ცენტრი - მაია ჭანტურია

აღმოსავლეთ  ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD ) წალენჯიხის ოფისი - თამარ კვარაცხელია

ახალგაზრდობის განათლების კულტურის ცენტრი - გიორგი ფიფია


ხობი:


"თოლისკური" - გვანცა კიკალეიშვილი

ცაბუნია ვართაგავა - სამოქალაქო აქტივისტი


სენაკი:

საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტი - დიმა ქარჩავა


ამავე თემაზე: 

რადიო "ათინათი" არ გეგმავს "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას - განცხადება

დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციები, მათ შორის "ათინათი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / დეკემბერი 2024
დღეს, 26 დეკემბერს, ზუგდიდში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მისი მოცულობა 70 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა და მას მხარი "ქართული ოცნების",
26 / დეკემბერი 2024
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ენმ-ს საკრებულოს რამდენიმე წევრმა, ფრაქციის თავმჯდომარის და პარტიის პოზიციის საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ საკრებულოს ბიუჯეტს დაუჭირა მხარი.
26 / დეკემბერი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა პროტესტისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.