შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით მამაცობისთვის დაჯილდოვდა ფოთის სახანძრო სამაშველო სამმართველოს მეხანძრე მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი გიორგი გოგიჩაიშვილი.
პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გოგიჩაიშვილს ჯილდო შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი ხარისხის მედლით, განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
გურამ ზესაშვილი დაჯილდოვდა.
სამინისტროს მედალიონით დღესვე განსაკუთრებული დამსახურებისთვის წალენჯიხის პოლიციის რაიონული სამმართელოს უფროსი
ლევან კვირკვაია დააჯილდოვეს.
მასალის გამოყენების პირობები