ახალი ამბები
ზუგდიდში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
ზუგდიდის სკეიტ-პაარკში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მათ გაიხსენეს ომის გმირები სამეგრელოდან და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მემორიალთან აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ოჯახების წევრებიც იმყოფებოდნენ. სასულიერო პირებმა კი გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი აღავლინეს.


რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა. ომი 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მას ათეულობით სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს თანამშრომელი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.


ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის ომში თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათგან 1045 სამხედრო მოსამსახურეა.

სამეგრელო-ზემო სვანეთიდან რუსული აგრესიის შედეგად 2008 წლის აგვისტოს დღეებში 37 ადამიანი დაიღუპა.

სტრასბურგის სასამართლომ 2023 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ფედერაციამ 130 მილიონამდე ევრო უნდა გადაიხადოს ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ.


ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / ნოემბერი 2024
ჩხოროწყუში მოქალაქეების ნაწილი ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ "ქართული ოცნების"
29 / ნოემბერი 2024
მოძრაობა "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს
29 / ნოემბერი 2024
სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული წარმომადგენელი ლევან პაპავა , ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ემიჯნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.