ახალი ამბები
TI სკოლებში დირექტორების არჩევის პროცესს მმართველი ძალის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” ამბობენ, რომ სკოლების დირექტორების შერჩევის პროცესი მიზნად ისახავს დირექტორთა პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით შერჩევას და საარჩევნო მიზნებისთვის მათ შესაძლო გამოყენებას.

მათივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით 900-ზე მეტი საჯარო სკოლის აბსოლუტურ უმრავლესობაში სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად დირექტორობის მხოლოდ თითო კანდიდატი წარედგინა, სკოლის დირექტორობის არაერთი მსურველი კი, არჩევნებს მიღმა დატოვა.

ეს გადაწყვეტილება არაკორექტულ გარემოს ქმნის და სკოლების სამეურვეო საბჭოებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას ართმევს.

როგორც გამჭვირვალობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესაუბრნენ ყოფილ დირექტორებსა და დირექტორობის მსურველებს, ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ პროცესი პოლიტიზებულია და კანდიდატების წარდგენისას გადამწყვეტი სწორედ მათი ან მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური განწყობები იყო. სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს ჩხოროწყუს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მუნიციპალიტეტში და ეს გადაწყვეტილემა მათ პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2022 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებს აანალიზებდა, საჯარო სკოლების დირექტორთა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის მაგალითებზე წერდა. სავარაუდოდ, მმართველი პარტია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, მათ შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და მათზე დაყრდნობით ატარებდა საკადრო პოლიტიკას. კერძოდ, 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღარ დანიშნა, მათგან 95 დირექტორი ფიგურირებდა მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 89 გათავისუფლებულ დირექტორს აფასებდა უარყოფითად, მმართველი პარტია - 80 დირექტორს, ხოლო საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები - 29. ამ მონაცემებიდან ჩანდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა'', - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

TI-ის განმარტებით, უკონკურენტო გარემოში სკოლის დირექტორთა კანდიდატების წარდგენის მიმდინარე პროცესი ლეგიტიმურ ეჭვებს აჩენს, რომ ხელისუფლების სავარაუდო მიზანი მმართველი პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი სკოლის დირექტორების განწესებაა, რათა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარტივად შეძლოს.

მათივე შეფასებით, დირექტორთა კანდიდატების წარდგენისას გადამწყვეტი მათი კომპეტენცია და კვალიფიკაცია უნდა იყოს და არა მმართველი პარტიისადმი კეთილგანწყობა.

ამავე თემაზე:

ჩხოროწყუში სამ სკოლაში გაიფიცნენ

პროტესტი ცვლილებისამდი ჯანსაღი პროცესია, მაგრამ საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა არასწორია - ჩხოროწყუს რესურსცენტრის ხელმძღვანელი

ზუგდიდის 29 სკოლაში დირექტორებს აირჩევენ - ყველგან თითო კანდიდატია წარდგენილი

პირველ სკოლაში დირექტორობის ერთადერთი კანდიდატი სამეგრელოში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ლიდერია



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ აღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქის შემოსასვლელისკენ, ისინი სხვა მოქალაქეებს მოუწოდებდნენ შეუერთდნენ პროტესტს.
28 / ნოემბერი 2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე "ქართული ოცნების" უარის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბშვილმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი გამართა.
28 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ მოქალაქეები იკრიბებიან, ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადების შემდეგ გამოვიდნენ ქუჩაში, პროტესტის ნიშნად.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.