ახალი ამბები
GEN Z არის ძალა, რომელიც ნათელი გზით წარმართავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს - ზუგდიდის N1 სკოლის თვითმმართველობა

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისინი წერენ, რომ, როგორც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის,

ასევე მათთვისაც ევროპული ღირებულებები მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

"სწორედ ის ღირებულებებია, რომელსაც ილია ჭავჭავაძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ქადაგებდა. გვჯერა, რომ Gen Z არის სწორედ ის ძალა, რომელიც ნათელი გზით წარმართავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს", - აცხადებს თვითმმართველობა.

ინფორმაციისთვის, გუშინ ზუგდიდის N4 სკოლის თვითმმართველობამ განაცხადა, რომ რუსული კანონპროექტი რადიკალურად ცვლის საქართველოს საგარეო ვექტორს ჩრდილოეთისკენ, რაც, მათი თქმით, დამღუპველი იქნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით გუშინ მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდში „აგენტების“ კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებას აპროტესტებენ (ფოტო)

ზსსუ-ს სტუდენტებმა ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ფიცი დადეს (ფოტო/ვიდეო)

"აგენტების" კანონი მესამე მოსმენით მიიღეს

თბილისში წასვლამდე ვხურდებით - ზუგდიდში კვლავ აგენტების კანონს აპროტესტებენ (ფოტო)

ევროპის დღეების ფარგლებში, ზუგდიდში „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქცია იმართება

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / ნოემბერი 2024
ასლან ბჟანია, ისევ აპირებს „აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობას, ამის შესახებ მან რუსულ "ტასს" განუცხადა.
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.