ახალი ამბები
ოჩამჩირის პორტთან საკონტეინერო ტერმინალს აშენებენ - მედია
ოჩამჩირეში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკონტეინერო ტერმინალი შენდება. მისი მშენებლობა “შეღავათიანი დაკრედიტების საინვესტიციო პროგრამის” ფარგლებში, მიმდინარეობს, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციასთან ერთად ახორციელებს, წერს „აფსადგილ ინფო“.

ამავე ცნობით, ტერმინალს ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას დავალებით აშენებენ, „საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის განვითარებისთვის“.

გამოცემის თანახმად, ობიექტი 250 მეტრი სიგრძისა და 500 მეტრი სიგანის პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც აღჭურვილია სარკინიგზო ლიანდაგებით და ვაგონების გადმოტვირთვის ზონით. ტერიტორიაზე შექმნილია 1200 კონტეინერზე გათვლილი გადაზიდვა - შენახვის ზონები. ინფრასტრუქტურა მოიცავს ხანძარსაწინააღმდეგო და სამაცივრე კონტეინერების განთავსებისთვის აუცილებელ სისტემებს, „რაც მომავალში რუსეთში ციტრუსის და სხვა მალფუჭებადი საქონლის გაგზავნის შესაძლებლობებს გაზრდის“. აქვე ვკითხულობთ, რომ ტერმინალის ამოქმედების შემდეგ, 300 კონტეინერის ტევადობის ხომალდების დატვირთვა გახდება შესაძლებელი, ხოლო ამწე ტექნიკის მართვას ადგილობრივ სპეციალისტებს ჩინეთიდან მიწვეული ინჟინერი ასწავლის. ამავე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება, ტერმინალი კი ექსპლუატაციაში სექტემბერში ჩაეშვება.

ცოტა ხნის წინ, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ოჩამჩირეში გასვლითი თათბირი გამართა, რომელზეც აღნიშნა, რომ „ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს „აპარტამენტების“ შესახებ კანონის მიღება. 

იმავე შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ რუსული ელექტრომატარებელი „ლასტოჩკა“ 2025 წელს ოჩამჩირემდეც ივლის, ხოლოს ოჩამჩირის საზღვაო პორტში გაიხსნება მსხვილი საწარმო, რომელიც საკონტეინერო და სატვირთო გადაზიდვებს განახორციელებს.

“აპარტამენტების” შესახებ კანონპროექტი კანონპროექტი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “პარლამენტის“ ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა 17 ივლისს მოიწონა, რასაც სოხუმში საპროტესტო აქცია მოჰყვა.

სწორედ ბჟანია არის "აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი. მის ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. 

ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის უძრავი ქონების რუსეთისთვის გადაცემის ფარული ფორმა. ბჟანიას "ადმინისტრაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ-ოტელები, ჯამში 30 ათასი აპარტამენტით (ერთ რაიონში არაუმეტეს 5 ათასისა).

გასული წლის ოქტომბერში ბჟანიამ განაცხადა, რომ ოჩამჩირის რაიონში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება იგეგმება.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.