ახალი ამბები
რუსეთის მიერ უვადო პატიმრობა მისჯილი მამუკა გაწერელია მორდოვეთის ციხეში გადაიყვანეს
უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი ,,აზოვსტალის მცველი" მამუკა გაწერელია, რომელსაც ანექსირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიუსაჯა, მორდოვეთში "ტოორბეევსკი ცენტრალში" გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" პატიმრის დედამ, დალი ჩხეიძემ დაუდასტურა.

"თვე ნახევრის წინ გადაიყვანეს სხვა ციხეში და იქიდან წერილი მოგვწერა, რომელშიც წერს, რომ კარგად არის, ყველაფერი კარგად იქნება და ამ ეტაპზე, ელოდება გაცვლას", - ამბობს ჩხეიძე.

მისივე თქმით, საკუთარი ფინანსური რესურსით იქირავა ადვოკატი, რომელმაც პატიმრის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"მან ციხიდან გამოგვიტანა ამბავი, რომ ძალიან მხნედ არის და მის მიმართ კარგი დამოკიდებულებაა".

"აზოვსტალის მცველის" დედა ასევე განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობიდან მას არავინ არ შეხმიანებია და არ იცის მათი სამოქმედო გეგმა გაწერელიასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უკრაინის მშვიდობის სამიტის" ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას 23 წლის ტყვედ ჩავარდნილი მამუკა გაწერელიას საკითხი დააყენა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო, რომელიც უკრაინაში იბრძოდა, 2022 წლის 20 მაისს ტყვედ მას შემდეგ ჩავარდა, რაც მისი ქვედანაყოფი დაემორჩილა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებას "აზოვსტალის" დატოვების შესახებ. მიმდინარე წლის 20 თებერვალს მას უკანონოდ მიესაჯა სამუდამო პატიმრობა.


ამავე თემაზე: 

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის მიერ უვადო პატიმრობა მისჯილი მამუკა გაწერელიას საკითხი დააყენა

მოქალაქეებმა მამუკა გაწერელიას გადასარჩენად პეტიცია შექმნეს

რუსეთის მიერ უვადო პატიმრობა მისჯილი მამუკა გაწერელიას ოჯახი დახმარებას ითხოვს

დედის დღე რუსეთის ტყვე შვილის მოლოდინში - დალი ჩხეიძის და მამუკა გაწერელიას ამბავი (ფოტო/ვიდეო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.