ახალი ამბები
ოკუპირებულ რეგიონებში გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში, სისტემატური დარღვევა - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

"საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით, რუსეთი დღემდე განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ადგილზე უკანონო კონტროლის გაძლიერების მიზნით სამხედრო, პოლიტიკური და საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესის გაფართოებას", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში ვკითხულობთ.


მათი თქმით, გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში, სისტემატური დარღვევა, მათ შორის, ეთნიკური დისკრიმინაციით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით, უკანონო დაკავებებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით, საკუთრებაზე და საარსებო წყაროებზე წვდომის შეზღუდვით.

"ამასთან, ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად, ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი დღემდე მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობას.

საქართველოს ტერიტორიების დღემდე მიმდინარე უკანონო ოკუპაციასა და აგვისტოს ომის შემდგომ დაწყებული ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესს არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორისაა 2023 წლის შემოდგომაზე, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი თამაზ გინტური; კვლავ დაუსჯელნი რჩებიან მისი, ისევე როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეების - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფაში მონაწილე და პასუხისმგებელი პირები.

საქართველოს მთავრობა, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებული, ინტენსიური თანამშრომლობით, განაგრძობს მაქსიმალურ ძალისხმევას ოკუპაციის მძიმე შედეგებთან გასამკლავებლად.

საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილების შესაბამისად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ ვითარებასა და განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას", - განმარტავს უწყება.

მათივე ცნობით, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი, უსაფრთხოების და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და გამოწვევების ფონზე, საქართველოს მთავრობის უმთავრეს მიზნად რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია.
"საქართველოს მთავრობა მტკიცედ და განუხრელად აგრძელებს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, რაც, დეოკუპაციისკენ მიმართულ ძალისხმევასთან ერთად, მიზნად ისახავს ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის დიალოგის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობის ხელშეწყობას, ასევე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივების შეთავაზებას, მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის კონტექსტში. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად, საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს სტატუს-ნეიტრალური და ჰუმანიტარული მიდგომით, რომლის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი ღირსება და კეთილდღეობა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი უაღრესად მნიშვნელოვნად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას და კონსოლიდირებული ძალისხმევის გაგრძელებას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი განმტკიცების მიზნით; ასევე, საერთაშორისო პარტნიორების როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში", - დასძენენ ისინი.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების, მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ხსოვნას და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წელს, ამ დღეს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა, რომლებსაც მშვიდობისმყოფელთა სტატუსი არ ჰქონდათ, საქართველოს ტერიტორიაზე წამოიწყეს სამხედრო აგრესია. ამას, 23:35 საათზე ქართული სამხედრო ძალების ცხინვალისკენ გადაადგილება და საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. 12 აგვისტოს, რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის ომში თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი, 224 სამოქალაქო პირი და 3 ჟურნალისტი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათგან 1045 სამხედრო მოსამსახურეა. კონფლიქტის დროს, დაიჭრა 12 ჟურნალისტი.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.

 



ამავე თემაზე: 

საქართველო მიზნად ისახავს უზრუნველყოს ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გამთლიანება და განვითარება - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

სახელმწიფო უწყებებისა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების შენობებზე დროშები დაშვებულია

დღეს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-16 წლისთავია

მხარდამჭერი გზავნილები დასავლეთიდან - საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები და ორგანიზაციები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს ეხმაურებიან

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
21-22 სექტემბერს, სოციალურ საწარმო „მეგობარში“ პროექტის “ჩემი არჩევანი” ფარგლებში ტრენინგი და საინფორმაციო კამპანია ჩატარდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი ააშენა.
ზუგდიდელი ფერმერი ქალი, სოფიო მაქაცარია, რომელიც ფუტკრების მოვლის ხელოვნებით დიდი ხანის წინ დაინტერესდა, პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობად „FFBS – საქართველოს“ პროექტში
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / სექტემბერი 2024
დადიანების მუზეუმის დედოფლისეული სასახლის შიდა ეზოში გაიხსნა გამოფენა, ,,მეგრელთა საცხოვრისი“, რომელმაც გააცოცხლა სამეგრელოს ეთნოგრაფიული ყოფის ისტორია, ასევე დედოფლისეული სასახლის შიდა ეზოში ლაპიდარიუმი ამოქმედდა.
27 / სექტემბერი 2024
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
27 / სექტემბერი 2024
სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ენგურის ხიდთან კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას ადამიანის უფლებების
ოდაბადეშ კინოხონი
19 / სექტემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.