ახალი ამბები
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ოტობაიაში უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - სუს-ი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით შემდგარი კომუნიკაციის შედეგად დამატებით გაირკვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

"კერძოდ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზით აღნიშნული დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაშიც, ე.წ. "სისხლის სამართლის საქმე" აღძრულია "უკანონო მიგრაციის ორგანიზების" ე.წ. "ბრალდებით" და უკანონოდ დაკავებულ პირს, ე.წ. "სასამართლოს" მიერ "მიესაჯა" 2 თვიანი "წინასწარი პატიმრობა".
როგორც წინა განცხადებაშიც აღინიშნა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების თქმით, საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, წარმოებს პერმანენტული კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით. ინფორმაცია მიეწოდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო სუს - ის ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ (ბღოურაში) მეორე ოტობაიაში "აფხაზეთის ბინადრობის ნებართვის მქონე", საქართველოს ორი მოქალაქე, რემიკო (50 წლის) და მურთაზ (57 წლის) ჭითანავები დააკავეს. მათი თქმით, ამით არალეგალური მიგრაციის არხის ჩაახშეს. ისინი ამტკიცებენ, რომ დაკავებულთა მფლობელობაში არსებულ სახლებში აღმოჩენილია F1 ხელყუმბარა, ხელყუმბარა, ргд 5, ტროტილი 1600 გ პლასტიდი - 45 გ, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, ასევე დოლარის კუპიურების დასტა.

ამასთან, დე ფაქტო სუს - ის თანამშრომლებმა, რუსეთის ორი მოქალაქეც დააკავეს, რომლებიც უკანონოდ ცდილობდნენ "აფხაზეთიდან საქართველოში შესვლას". დიმიტრი დენისოვს და ალექსანდრე ლუზენინს ე.წ. საზღვრის გადაკვეთაში 1979 წელს დაბადებული არჩილ საქანია დაეხმარა.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაშია საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე: ქრისტინე თაკალანძე, მას ბრალად ედება "ჯაშუშობა" და ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 2023 წლის 5 მაისს მიუსაჯა; ირაკლი ბებუა, რომელსაც დე ფაქტო სასამართლომ "სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის", "სხვისი ქონების განზრახ დაზიანების" და "საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის" ბრალდებით 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ამავე თემაზე: 

სუს-მა გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

გალის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სუს-მა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

აფხაზეთში ქრისტინა თაკალანძეს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გალში დაკავებულ ქრისტინე თაკალანძეს სოხუმის სასამართლომ პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა

"ჯაშუშობის" ბრალდებით აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდზე ირაკლი ბებუას საქმე განიხილეს - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

"აფხაზური" დროშის დაწვისთვის დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ჯანმრთლობის მდგომარეობა დამძიმდა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.