ახალი ამბები
სერგეი შამბა: აფხაზეთის რესპუბლიკის საბოლოო მიზანი გაეროში გაწევრიანებაა
სოხუმში აცხადებენ, რომ „აფხაზეთის გაეროში გაწევრიანება სურთ“. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რუსულ „იზვესტიას“ უთხრა.
“რა თქმა უნდა, აფხაზეთის რესპუბლიკის საბოლოო მიზანი გაეროში გაწევრიანებაა. ეს ჩვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარების პროცესის საბოლოო მიზანია, ეს ყველაფერი ერთმანეთთან ლოგიკურ ურთიერთკავშირშია. ცხადია, ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ეს ძალიან რთული პროცესია, და ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, არავის გაუუქმებია“, - განაცხადა მან.

შამბას თქმით, „აფხაზეთს აქვს უარყოფითი გამოცდილება“, როდესაც აშშ და მისი პარტნიორები აგრძელებდნენ მნიშვნელოვან ზეწოლას იმ ქვეყნებზე, რომლებთანაც „აფხაზეთს უკვე ჰქონდა დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობა“.

ამიტომაც, მისივე განმარტებით, ახლა ისინი ცდილობენ მსოფლიოს იმ რეგიონების ქვეყნებთან დაამყარონ კონტაქტები, რომლებზეც „დასავლეთის ქვეყნებს არ აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა და არ შეუძლიათ ზეწოლა ამა თუ იმ ქვეყანაზე“.
შამბამ იმედი გამოთქვა, რომ განჭვრეტად მომავალში გაიზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც „აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ“.

აგვისტოს ბოლოს სოხუმში განაცხადეს, რომ „აფხაზეთში რუსეთის საელჩო“ აწარმოებს დიალოგს რუსეთში მყოფ რამდენიმე დიპლომატიურ მისიასთან, „რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების“ თაობაზე. 

გაეროს წევრად სახელმწიფოს მიღება ხდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალური ასამბლეის მიერ.

საქართველო გაეროში 1992 წლის ივლისში გაწევრიანდა.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.