ახალი ამბები
გალის ნაგავსაყრელზე ცეცხლის კერებს ამ დრომდე აქრობენ
გალში, სოფელ შაშიკვარას ნაგავსაყრელი ამ დრომდე იწვის. გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის დმიტრი ადლეიბას განცხადებით, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ შესაბამისი საქალაქო სამსახურები და პოლიგონზე უახლოეს დროში მოხდება ხანძრის კერების ლიკვიდირება.

მისივე ცნობით, ნარჩენების ნაწილს ექსკავატორების საშუალებით აყრიან მიწას, შედეგად წვის ინტენსივობამ იკლო, მაგრამ რჩება რამდენიმე კერა, იტყობინება „გალ მედია“.

19 აგვისტოს გამართულ საგანგებო თათბირზე გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსნდრე ფილიამ განაცხადა, რომ ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე დღეა ვერ ხერხდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძრის ქრობაში ჩაერთვება „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს“ დამატებითი დანაყოფები სოხუმიდან და სპეციალური ტექნიკა, ასევე ენგურჰესის და ოჩამჩირის სახანძრო მანქანები. 

გალის რაიონში, მზიურის თემის სოფელ შაშიკვარასთან ნაგავსაყრელი ივლისშიც იწვოდა. ცეცხლი დაახლოებით, ერთი ჰექტარზე იყო მოდებული, მისი ჩაქრობა მხოლოდ რამდენიმე დღეში მოხერხდა.

აფხაზური მედიის თანახმად, 2019 წელს სოხუმსა და გალის რაიონს შორის შემდგარი შეთანხმების შედეგად, ნარჩენები სოხუმიდან გალის პოლიგონზე გაიტანეს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.