ახალი ამბები
აფხაზეთის "პარლამენტმა" სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ რუსეთთან შეთანხმება დაამტკიცა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა „ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ რუსულ - აფხაზური შეთანხმების რატიფიცირებას დაუჭირა მხარი.

როგორც ცნობილია, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა სოხუმს დაფინანსება შეუჩერა, გარკვეული პირობების შეუსრულებლობის გამო, მათ შორის, ამ დოკუმენტის დამტკიცების მოთხოვნით.

მანამდე აფხაზური ოპოზიციის ნაწილმა ე.წ. პარლამენტს მოუწოდა გადაედო აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება. განცხადების ავტორებმა „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას მხრიდან „საკანონმდებლო ორგანოზე უპრეცედენტო ზეწოლაზე“ მიუთითეს. 

უფრო ადრე, ბჟანიამ განაცხადა, რომ „ეს შეთანხმება არანაირ რისკს არ უქმნის“ სოხუმს.

ინფორმაცია მოსკოვის მიერ სოხუმისთვის დაწესებულ სანქციებზე, სექტემბრის დასაწყისში, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა.
მისივე ცნობით, ფინანსური დახმარება არ აღდგება, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს შემდეგ ვალდებულებებს:

- ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;

— რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;

— რუს ინვესტორებზე შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (ბინები).

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 25 ივლისს უკან გაიწვია „აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტი.

დოკუმენტი გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა. "აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანიაა. ის აქტიურად ლობირებდა მას.

ინფორმაციისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, გამთენიისას, მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.