ახალი ამბები
მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუჩერა დაფინანსება
სოხუმში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციიდან დაფინანსება ნოემბრიდან სრულად შეუწყდათ. ამის შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ვითარება ისეთია, არის სერიოზული საფრთხე, რომ ჩვენი საჯარო სექტორის მოქალაქეები ხელფასს ვერ მიიღებენ. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ღია და პატიოსანი ჩვენს მოქალაქეებთან. ყველამ კარგად იცით, რომ პირველი გარკვეული სიგნალები გაჩნდა საჯარო სექტორის თანამშრომლების, სოციალური სექტორის, მასწავლებლებისა და ექიმებისთვის გადასახადების შეზღუდვის დაწესებით. მაგრამ ნოემბრიდან, ცნობილი მოვლენების შემდეგ, რუსულმა მხარემ ფაქტობრივად შეაჩერა თანადაფინანსება ყველა მიმართულებით. ვიმეორებ, ეს ასევე შეეხო თავდაცვის დეპარტამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სხვა სამინისტროებსა და დეპარტამენტებს. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს ფაქტობრივად, გარდა პენსიებისა, თანადაფინანსების ყველა სხვა საშუალება შეჩერებულია“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ, წერს "აფსნიპრესი". 

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, „უკიდურესად რთულია სიტუაციის შენარჩუნება“, ამიტომ, „მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ და გაიგონ, რომ ეს არის იძულებითი ღონისძიება“.

„ფინანსთა მინისტრმა“ ვლადიმირ დელბამ აღნიშნა, რომ „მთავრობა ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებს შემოსავლების მობილიზებას ბიუჯეტის ყველა დონეზე, რათა უზრუნველყოს რუსეთიდან ელექტროენერგიის კომერციული ნაკადის დაფინანსება, რომელიც გადახდილია დღეს 7 დეკემბრამდე“.

მან დაადასტურა, რომ თანადაფინანსება ნოემბრიდან უკვე მთლიანად შეჩერებულია. არ შემოდის თანხები სხვა ბიუჯეტის ხარჯების დასაფინანსებლად - თავდაცვისუნარიანობის, სამართალდამცავებისა და მედიკამენტების შესყიდვისთვის.
ასევე მთლიანად შეჩერებულია საბიუჯეტო ინვესტიციების ფინანსური მხარდაჭერა, როგორიცაა საინვესტიციო პროგრამა და ბიზნეს სუბიექტების მხარდაჭერა.

„ამგვარად, წლის ბოლომდე ჩვენ ვერ მივიღებთ 1 მილიარდ 800 მილიონ რუბლს რუსული ფინანსური დახმარებიდან. ამდენად, ეს თანხები უნდა ჩანაცვლდეს“, - აღნიშნა დელბამ.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, შეხვედრაზე ითქვა, რომ რუსეთიდან კომერციული ნაკადის შეჩერების შემთხვევაში მოსახლეობას ელექტროენერგია დღეში მხოლოდ 7-8 საათის განმავლობაში მიეწოდება.

შეგახსენებთ, სექტემბერში მოსკოვმა სოხუმს დაფინანსება ნაწილობრივ შეუწყვიტა და მოითხოვა „საინვესტიციო ხელშეკრულების“ დამტკიცება. შეთანხმების განხილვას ნოემბერში აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომა მოჰყვა. მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმება ჩააგდო.

„პრემიერ-მინისტრმა“ ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერს, ალექსანდრ ნოვაკს. ეს უკანასკნელი დაჰპირდა, რომ კოლეგებთან ისაუბრებს ამ თემებზე, თუმცა, ამ დრომდე, არ გამოხმაურებია.
ბგაბამ ენერგეტიკის სექტორში საგანგებო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობაზე მიუთითა.

შეგახსენებთ, ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / დეკემბერი 2024
დღეს, 26 დეკემბერს, ზუგდიდში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მისი მოცულობა 70 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა და მას მხარი "ქართული ოცნების",
26 / დეკემბერი 2024
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ენმ-ს საკრებულოს რამდენიმე წევრმა, ფრაქციის თავმჯდომარის და პარტიის პოზიციის საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ საკრებულოს ბიუჯეტს დაუჭირა მხარი.
26 / დეკემბერი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა პროტესტისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.