ახალი ამბები
პროევროპული აქცია ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციასთან იმართება - პროტესტის 22 - ე დღეს ითვლის
ზუგდიდში აქციამ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლა. მანამდე, მოქალაქეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან მივიდნენ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ პროტესტის გამოსახატად, ერთ-ერთი ლოკაცია მერიის შენობაც გახდა, რადგან, მისი თქმით, დღეს დაცვას საჭიროებენ საჯარო მოხელეებიც საჭიროებენ და ისინი უნდა გათავისუფლდნენ პარტიული გავლენებისგან.

პროტესტის 22-ე დღეს, ისინი აქციების დარბევისას დაკავებული ადამიანების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

"ხელახალმა არჩევნებმა უნდა მოგვიტანოს ყველა ის ცვლილება, რაც ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ, მათ შორის, ერთ -ერთი ცვლილება რაც უნდა მოგვიტანოს არჩევნებმა არის ის, რომ საჯარო მოხელეები უნდა გათავისუფლდნენ პარტიული წნეხისაგან", - ამბობს თოდუა. 

აქციის მონაწილეებს ხელში ევროკავშირისა და საქართველოს დროშები, ასევე, თბილისში აქციების დროს დაშავებული მოქალაქეების ფოტოები უჭირავთ.

ადგილზე დამონტაჟებულია მონიტორი, რომელზეც ქვეყანაში მიმდინარე აქციების ტრანსლირება ხდება.

მოქალაქეებს მიმართავენ გამომსვლელები, რომლებიც მიმოიხილავენ, როგორც ქვეყანაში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. ზუგდიდში მოქალაქეების ნაწილი 28 ნოემბრიდან აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.