ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ფოტო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შენობასთან მოქალაქეების ნაწილი კვლავ შეიკრიბა და პროევროპულ საპროტესტო აქციას მართავს. ისინი 22-ე დღეა ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ.

ამასთან, ისინი აქციებისას დაკავებული ადამიანების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებს ხელში ევროკავშირისა და საქართველოს დროშები, ასევე, თბილისში აქციების დროს დაშავებული მოქალაქეების ფოტოები უჭირავთ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ პროტესტის გამოსახატად ერთ-ერთი ლოკაცია მერიის შენობაც გახდა, რადგან, მისი თქმით, დღეს დაცვას საჭიროებენ საჯარო მოხელეებიც საჭიროებენ და ისინი უნდა გათავისუფლდნენ პარტიული გავლენებისგან.

"ბევრ სხვა რამესთან ერთად, დღეს დაცვას საჭიროებენ საჯარო მოხელეებიც, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ შენობაში მომუშავეთა უმეტესობა არ არის ბედნიერი იმით, რაც ახლა ხდება ქვეყანაში და მათი განწყობა პროევროპული განწყობაა. ჩვენ გვინდა მათ გავაგონოთ ჩვენი ხმა და მოვუწოდოთ, რომ დადგნენ ხალხის მხარეს. მეორეს მხრივ, არალეგიტიმურმა პარლამენტმა საჯარო სამსახურში კანონში შეიტანა ცვლილებები, რომელიც ფაქტობრივად უგულებელყოფს საჯარო მოხელეთა უფლებისა და თავისუფლებებს და ის ხდის მათ რეჟიმის ნაწილად, მათი უფლებებიც არის დასაცავი. ხელახალი არჩევნები ბევრ სხვა რამესთან იქნება გარანტი ამ ქვეყანაში საჯარო მოხელეებიც იქნებიან დაცული და მათ არ მოუწევთ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ჩადგნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სამსახურში", - ამბობს თოდუა.

მისივე განმარტებით, აქციის მოთხოვნები უცვლელია, რომელიც სამართლიან გარემოში ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ეხება.

"ხელახალმა არჩევნებმა უნდა მოგვიტანოს ყველა ის ცვლილება, რაც ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ, მათ შორის, ერთ-ერთი ცვლილება რაც უნდა მოგვიტანოს არჩევნებმა არის ის, რომ საჯარო მოხელეები უნდა გათავისუფლდნენ პარტიული წნეხისაგან", - დასძენს ის.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. ზუგდიდში მოქალაქეების ნაწილი 28 ნოემბრიდან აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში, მერიის წინ, საპროტესტო აქცია იმართება (ფოტო)

პროტესტის მე-20 დღე - ზუგდიდში პროევროპული აქცია გრძელდება (ფოტო)

ზუგდიდში მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ პროევროპულ აქციაზე - პროტესტის მე - 19 დღე (ფოტო)

აქცია და მსვლელობა ზუგდიდში - პროტესტის მე - 17 დღე (ფოტო)

ყოველდღე ქვეყნის სამსახურში - ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს (ფოტო)

სამეგრელო რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა (ფოტო)

ზუგდიდში მე-18 დღეა ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ (ფოტო)

პროტესტის მე-20 დღე - ზუგდიდში პროევროპული აქცია გრძელდება (ფოტო)

"საქართველო არასოდეს არ იქნება რუსეთი", - პროტესტის მე -14 დღე ზუგდიდში (ფოტო)

პროტესტის მე - 10 დღე - ზუგდიდში ევროინტეგრაციის მომხრე მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ

ვაპროტესტებთ საქართველოს რუსეთიზაციას, - ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს (ფოტო)

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, საპროტესტო აქცია იმართება (ფოტო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

დღის სიახლეები
21 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში პროევროპული აქციის მონაწილეები პროტესტის 23 - ე დღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ისევ შეიკრიბნენ, შემდეგ კი ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
21 / დეკემბერი 2024
აფხაზეთში ამ დრომდე ეძებენ „დეპუტატ“ ადგურ ხარაზიას, რომელმაც 19 დეკემბერს, კოლეგას ესროლა.
20 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს. უფრო ადრე, ისინი მერიის შენობასთან შეიკრიბნენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.